შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოში საარჩევნო გარემოსა და მიმდიანრე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. საუბარი ონლაინ კონფერენციის ფორმატში მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრი, დავით ზალკალიანიც ესწრებოდა. სტივენ ბიგანმა საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა. საქართველო ლიდერია რეგიონში ბევრი მიმართულებით და ველოდებით, თბილისში ჩვენი პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას. ამ წლის ოქტომბერში არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით - ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე.
იმისათვის, რომ სტაბილური ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდეს საქართველო სჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც გარანტიას მისცემს ბიზნესს, იყოს თანაბარ პირობებში და დროულად მოაგვაროს დავები.
მასალის გამოყენების პირობები






