საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს 10 თეთრით დაასუბსიდირებს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასის დაცემაა.
"სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ, 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი იქნება ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, დაახლოებით, 22 თეთრი, არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა". - ამბობს გიორგი გახარია.
მასალის გამოყენების პირობები






