"ქართულმა ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო. მეუღლეები, მშობლები, სიძეები, რძლები, სიდედრები და სიმამრები - ოჯახის ყველა წევრი და მათი პირადობის მოწმობები - "ოცნების" აქტივისტები ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების ასლებს პედაგოგებისგან მოითხოვენ და არც მალავენ, რომ ეს არჩევნებს და ხმის მიცემას უკავშირდება.
"მთავარი არხი" ჩანაწერი ავრცელებს ჩანაწერს, ხმოვანი შეტყობინება გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგმა კოლეგებსა და მშობლებს გაუგზავნა.
დაწყებითების პედაგოგმა მხარდამჭერების მოგროვება მარნეულსა და გარდაბანში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატისა და მარნეულის ამჟამინდელი მერის ზაურ დარგალისთვის დაიწყო. ვაგიფა რუსთამოვა დარგალის ძმის სიდედრია და კოლეგებს სწორედ მის მხარდაჭერას სთხოვს.
მხარდამჭერებს დარგალისთვის, რომ ნამდვილად აგროვებს, ეს ვაგიფა რუსთამოვამ "მთავარ არხთანაც" დაადასტურა. მისი თქმით, საჯარო პირია და ვალდებულია, მმართველ პარტიას დაეხმაროს. მის ქმედებაში კი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა ჩანაწერის გასაჯაროებით მაინც უკაყოფილოა.
მშობლებსა და პედაგოგების, მათი სიძეების და თუ დედამთილების პირადობების ასლებს, რომ აგროვებს რუსთამოვა, მისი სკოლის დირექტორი ამბობს , რომ ამის შესახებ არ იცის. ჩანაწერში თავისი მასწავლებლის ხმა კი ნამდვილად ამოიცნო. თუმცა ვერც ის ხედავს პრობლემას და ფიქრობს, რომ არჩევნებში მთავარი სწორედ მასწავლებლები არიან.
რას ფიქრობს თავად მარნეულის მერი და "ქართული ოცნების'" მაჟორიტაროი დეპუტატობის კანდიდატი? ზაურ დარგალმა ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა.
მასალის გამოყენების პირობები






