"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე IRI-ს კვლევებზე ამბობს, რომ მისი ქვეკონტრაქტორები ყალბ მონაცემებს დებენ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, მსგავს კვლევებთან დაკავშირებით უკვე ტრადიციად იქცა, რომ უცნობია, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს.
"თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიცაა IRI, მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, ამ შემთხვევაში კვლევის შედეგები, განსაკუთებით მისი პოლიტიკური ნაწილი, არასწორი იქნება", - თქვა მდინარაძემ.
მისი თქმით, სხვა ნაწილთან დაკავშირებით მოსახლეობის რეალური განწყობები, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად სწორი იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით არასწორი მონაცემები იდება.
"იღებთ არასწორ მონაცემებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც არიან IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები, რომლის ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, არ ემთხვევა. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები - თუ ეს არის მაგალითად IPM, რომელიც გულშემატკივრობს მაგალითად ევროპულ საქართველოს, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






