დღეს 8 აგვისტოს მომხდარი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის მამაკაცს დაკრძალავენ - ახალაქალაქში ისევ პოლიციაა მობილიზებული.
უსაფრთხოების მიზნით ახალქალაქში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
ახალი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სამართალდამცველები სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე ყველა ბრალდებულის სახლთან მორიგეობენ. მათ სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადგილობრივები კი მომხდარზე არ საუბრობენ.
შეგახსენებთ , 8 აგვისტოს, ახალქალაქში მასობრივი არეულობა და დაპირისპირება იყო, რომელსაც მკვლელობა მოჰყვა.
ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩავიდნენ და დაარბიეს სახლები, გადაწვეს სასტუმრო.
პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






