ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო გაყიდულია
საზოგადოება - 18:18, 18 Nov, 2013     5045

ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოს ნაწილი გაიყიდა. მუზეუმის დირექტორი, ლილი ბერაია „კვირის პალიტრასთან“ საუბარში ამბობს, რომ გაყიდვის ფაქტი ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ოფიციალურად დამოწმებული საბუთებით დასტურდება.

დოკუმენტების თანახმად, სასახლის ეზო, აღარც სასახლეს ეკუთვნის და აღარც - სამინისტროს. როგორც ირკვევა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით, 2012 წლის პირველ ნახევარში მიწის უზარმაზარი ფართობი რეგიონულ სახელმწიფო სტრუქტურას - სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს - წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუკანონა.

,,თავის დროზე დადიანების სასახლე და ეზო უზურფრუქტით გადმოგვცა სახელმწიფომ. გადავწყვიტე, ყველა დოკუმენტი მომეწესრიგებინა საჯარო რეესტრში. შევაგროვე საბუთები და წესისამებრ, მივმართე კულტურის სამინისტროს, რომელმაც საბუთები გაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოს ქონების განმკარგველს.

იქიდან მოვიდა წერილი, აზომვითი ნახაზი არასწორად გაქვთ გაკეთებული, რადგან ეზოს ნაწილი ეკუთვნის საპატრიარქოს (ალბათ, სასახლის მიმდებარე დადიანების კარის ეკლესიისათვის), ნაწილი კი გაყიდულია კერძო პირზეო.

გაირკვა, რომ ქონება, ანუ მიწა - 38 510 კვ.მ ფართობის ეზო - სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურის სახელზეა გაფორმებული და მას აქვს გაყიდვის უფლებაც,“- აცხადებს ,,კვირის პალიტრასთან“ მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.

მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის ცნობილია, მხოლოდ ერთ-ერთი მყიდველის - ზუგდიდელი ლევან ქარდავას ვინაობა. ის არის უკანონოდ გაყიდული მიწის ნაწილის - 995 კვ.მ.-ის მეპატრონე.

,,მხოლოდ ახლა მაჩვენეს ამ სამსახურის მიმართვა ეკონომიკის სამინისტროსადმი, გადმოგვეცით ეს მიწაო. ასე ქურდულად, უსინდისოდ, კანონის, მორალის გვერდის ავლით, უღირსმა ჩინოსნებმა კულტურულ მემკვიდრეობად გამოცხადებული მიწა გაყიდეს. ვინმე ლევან ქარდავამ იყიდაო. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყიდა? თან, კვალის არევის თუ თვალის ახვევის მიზნით, იცით, როგორ დაარეგისტრირეს ეზოს ფართობი? სასახლეები არ ჩანს ანუ რეესტრის მონაცემების მიხედვით, დადიანების, ეკატერინეს, ნიკოს სასახლეები არ არსებობს.

ალბათ, ეზოს რომ დაინაწილებდნენ, მერე დაარეგისტრირებდნენ შენობებს და რომ დასცლოდათ, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანის გაყიდვაც ეცადათ. საჯარო რეესტრში გაოგნებული დავჩერებოდი ნახაზს და ვკითხულობდი, სასახლეები სად არის-მეთქი? რეესტრის თანამშრომლებიც მხრებს იჩეჩდნენ,“- აცხადებს ბერაია. 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42