"ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და მანიპულირების პროცესი დაიწყო... პრემიერი, თბილისის მერი და თავდაცვის მინისტრი შვებულებაში არიან? - ნიბო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 17:47, 10 Aug, 2020     1652

"პრემიერ-მინისტრის, თბილისის მერისა და თავდაცვის მინისტრის მიერ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებაა და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო" - ამბობს „ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს.

მისი თქმით, არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში „უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას“ .

,,სრულიად ნათელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და მანიპულირების პროცესი დაიწყო. ამის რამდენიმე მაგალითი გვქონდა როდესაც ვხედავდით და ვხედავთ თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ „კოვიდ-19“-ის საკითხს არჩევნების ქოლგის შესაქმნელად, ასევე განცხადებები, რომლებიც გაკეთდა დახმარების მესამე ტალღასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დახმარების მომხრე ვართ რომელიც გაცემული იქნება ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, მაგრამ არა იმ დახმარებების, რომლებიც გაცემული იქნება ერთჯერადად, წინასაარჩევნო პერიოდში. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვალნათლივ დაარღვია კანონის 48-ე, 47-ე და 49-ე მუხლები, რომლებიც გულისხმობს ამომრჩევლების მოსყიდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას“ , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ დღეს, 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

"30 წუთის განმავლობაში ვუმზერდით პირდაპირ ეთერში მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენას, რომელიც განახორციელა ქალაქის მერმა კახა კალაძემ, რომელმაც მაჟორიტარების წარდგენის ნაცვლად, ჯობს ჭავჭავაძის პროსპექტს მიხედოს, განახორციელა პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს ვიდრე მაჟორიტარების წარდგენა და ასევე თავდაცვის მინისტრმა. რა არის ეს თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? დღეს ისინი შვებულებაში არიან და როგორც პარტიული აქტივისტები ისე მოქმედებენ? ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას? პრემიერის, ქალაქის მერის, გუბერნატორის, მინისტრების ჩართულობით და ამაზე თქვენი აზრით ამერიკის საელჩო, ეუთო/ოდირი, ევროკავშირი, ევროსაბჭო რა დასკვას დაწერს? არჩევნები არ არის მხოლოდ არჩევნების დღე, არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო სახსრების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყენებას,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42