"მკოიანს არ აქვს პროკურატურის იმედი, რადგან ნახა, რომ თვითონაც არ დაისაჯა" - ირმა ნადირაშვილი
პოლიტიკა - 16:14, 10 Aug, 2020     1300
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" წევრს ენზელ მკოიანს შეუძლია საკუთარ გუნდს, რომელიც პროკურატურას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს და პოლიტიკურ იარაღად იყენებს, მიმართოს და გამოძიება მოითხოვოს.

"თუ ასეთი შეტყობინებები განხორციელდა, ამ შეტყობინებების ავტორი აუცილებად მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ მუქარა, ძალადობა, გავლენის მოხდენა მოქალაქეზე, სულ ერთია, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია, უნდა ისჯებოდეს კანონის მთელი სიმკაცრით, ისევე, როგორც ბატონ ემზარს უნდა ეგო პასუხი, როდესაც იარაღით ხელში ახალქალაქის ქუჩებში დარბოდა." – ამბობს ნადირაშვილი.

ნადირაშვილს მიაჩნია, ენზელ მკოიანს არ აქვს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმედი, რადგან ეს უწყებები არა კანონის, არამედ პოლიტიკური დაკვეთის მიხედვით მოქმედებენ. ქვეყანაში არ არის კანონის უზენაესობა და სწორედ, დეპუტატის არდასჯით წააქეზეს ძალადობა.

"ბატონ ენზელს, ალბათ, არ აქვს თავისივე პროკურატურის იმედი, იმიტომ, რომ მან ერთხელ ნახა, თვითონ როცა დარბოდა ქუჩაში, ის არ დაიჭირეს, ამიტომ დღეს ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ისიც არ დაიჭირონ და არ მოსთხოვონ პასუხი, ვინც მას ამ მუქარის შეტყობინებებს უგზავნის, მას არ აქვს საკუთარი გუნდის და საკუთარი პროკურატურის იმედი." – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42