ახალი დერეფანი რუსეთთან და განადგურებული შატილის კულტურული მემკვიდრეობა
პოლიტიკა - 13:06, 10 Aug, 2020     1088
“ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა - დეა მეტრეველმა და საბა ბუაძემ ჟინვალი-დათვისჯვრის უღელტეხილი-შატილი-მუცოს მონაკვეთზე მიმდინარე გზის ფართომასშტაბიან სამუშაოებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩრდილოეთის მიმართულებით გზების სწრაფი ტემპით მშენებლობა ასევე დაგეგმილია ქვეშეთი-კობის, არხოტის, ავარეთ-კახეთის გზების მონაკვეთებზე, რასაც „ლელოს“ ლიდერები აპროტესტებენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეა მეტრეველის თქმით, საქართველო შატილის გზის მიმართულებით გზის მშენებლობით ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს ატარებს.

„საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთთან დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ აშენებს გზებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მიზანმიმართულად აჩერებს დასავლეთის დერეფანს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ხელისუფლებამ ამ პროექტის ფარგლებში ინვესტორებთან დადებული პირობა დაარღვია და ჩრდილოეთის მიმართულებით უდიდესი მასშტაბის მშენებლობა დაიწყო, მაშინ, როდესაც ხელისუფლება აჩერებს ანაკლიის პროექტს და არ აშენებს 18 კილომეტრიან გზას ზუგდიდიდან ანაკლიამდე, რაც პროექტის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, “-აცხადებს დეა მეტრეველი.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, გაურკვეველია, რატომ იყო აუცილებელი აღნიშნული გზის დაჩქარებული მშენებლობა და ბიუჯეტიდან 30 მილიონის გამოყოფა. მშენებლობას, რომელსაც „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანია ახოციელებს, ბუაძის განცხადებით, არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ აქვს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადაიქცა კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სახედ, ეს დაიწყო საყდრისის აფეთქებით და გაგრძელდა ხადას ხეობაში, სრულიად არასაჭირო მრავალმილიონიანი ავტომაგისტრალის მშენებლობით. პროცესი დღესაც გრძელდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სადაც უნიკალური ლანდშაფტია. მდინარის კალაპოტს ავსებენ და გაჰყავთ გზა, რომელსაც არანაირი ეკონომიკური დასაბუთება არ აქვს. ეს არის გზა, რომლის მიმართაც ინტერესს გამოხატავდა კადიროვი. ჩვენ მივმართეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, რომ მოეწოდებინათ მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია, სადაც გვითხრეს ტყუილი, რომ ამ ადგილზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს, დამალოს ფაქტი, რომ ჩრდილოეთისკენ იგება მაგისტრალები, რაც კიდევ ერთხელ ამხელს ხელისუფლების გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაეცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული მშენებლობით, რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევებით ხორციელდება, ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიის, შპს „მამისონის“ ხელით ნადგურდება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორია, მდინარე არღუნის და მუცოს ხეობები და საფრთხე ექმნება იქ არსებულ უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას,“-აცხადებს საბა ბუაძე.

„ლელო საქართველოსთვის“ ცალსახად მიესალმება მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სოფლამდე გზების მიყვანას და მათ რეაბილიტაციას, თუმცა ეჭვს სწორედ გზების ფართომასშტაბიანი გაფართოებითი სამუშაოები იწვევს, რაც არანაირად არ წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აუცილებლობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ გზის მშენებლობის მიმართ ინტერესს ღიად გამოხატავს რუსეთის ფედერაცია.

„ლელო“ მოუწოდებს საზოგადოებას და ადგილობრივ მოსახლეობას სიფხიზლისკენ და, ამავდროულად, მოვითხოვთ ხელისუფლებისა და შესაბამისი ორგანოებისგან, გასცენ პასუხი საზოგადოების კითხვებს:

· ახლავს თუ არა პროექტს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დასკვნა?

· განიხილა თუ არა პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა სამოქალაქო და არასამთავრობი სექტორის ჩართულობით აღნიშნული პროექტი?

· რა აუცილებელი გარემოებები არსებობს ამ მაღალბიუჯეტიანი პროექტის დაჩქარებული განხორციელებისთვის და რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ჩრდილოეთით, ოკუპანტ რუსეთთან და ჩეჩნეთთან, დამაკავშირებელი გზების მშენებლობამ?

· ახლავს თუ არა პროექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების დაზიანება/განადგურების თავიდან აცილების მიზნით მომზადებული დასკვნა და ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის აცილების მიზნით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნები?

· უქმნის თუ არა საფრთხეს პროექტი და მიმდინარე სამუშაოები რეგიონის ავთენტურობას და ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42