ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე - ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში კიდევ ერთი საეჭვო პიროვნება დეა კაპანაძის ძმაა.
კილაძის მტკიცებით, როდესაც იგი დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარ დეა კაპანაძესთან ინტერვიუს წერდა, მოულოდნელად მათთან მამაკაცი მივიდა, რომელიც მას დეას ძმად გაეცნო.
"ამის შემდეგ დეა ფაქტიურად გაჩუმდა და საერთოდ არ გააგრძელა საუბარი... ამის შემდეგ ის გავიდა გვერდით ოთახში და ტელეფონით ვიღაცას ანგარიში ჩააბარა. ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მეორე პერსონაჟი, რომელიც ამ საქმეში არის აბსოლუტურად საეჭვო, არის დეა კაპანაძის ძმა" - ამბობს კილაძე.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დღეს კიდევ ერთხელ სცადა კაპანაძეებთან დაკავშირება, თუმცა დეა კონტაქტზე არ გამოვიდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო. კილაძე ამბობს, რომ ერთი ვერსიით, კაპანაძე ყაზბეგშია, მეორე ვერსიით - რაჭაში.
ელისო კილაძის თქმით, გამოძიებას სურს, დეა კაპანაძემ მედიასთან არ იკონტაქტოს.
"ის გაუჩინარდა და საერთოდ ჰორიზონტზე აღარ ჩანს, წყვეტს ყოველგარ კომუნიკაციას... მას აქვს მიცემული 4 ჩვენება და საუბრობს არა საეჭვო გარემოებებზე, არამედ იმაზე, რომ სუიციდის მცდელობა, შეიძლება იყოს რეალური და სუიციდის მცდელობებს ადრეც ჰქონია ადგილი. ეს არის საერთო სამთავრობო მესიჯბოქსი", - ამბობს კილაძე "მთავარ აქცენტებში" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






