სასტიკი მკვლელობა ტყიბულში - ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
"მთავარის" ინფორმაციით, ხუთი ადამიანი უკვე დაკავებულია. ცნობილია, რომ ხუთივე პირი სასტიკად ნაცემია. დაკავებულთა ოჯახის წევრები პოლიციასთან არიან შეკრებილი. მათი თქმით, მათი ოჯახის წევრები გვიან ღამით დააკავეს, რის დროსაც პოლიციელები მათ სცემდნენ და აიძულებდნენ სოფრომაძის მკვლელობა ეღიარებინათ.
შეგახსენებთ, 34 წლის ზვიად სოფრომაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ის უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ კი მოკლულის ცხედარი სამხარაულის ბიუროდან მის სახლში, თერჯოლაში გადაასვენეს. ოჯახს არ აქვს ვერსია, ვის შეიძლებოდა მოეკლა ზვიად სოფრომაძე. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სოფრომაძე ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული.
შსს-ში ამბობენ, რომ დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის და საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






