„ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
იგი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ერთადერთი დამსახურება კონგრესის გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაუჩნდა.
ბაქრაძე ამბობს, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი არის საქართველო და არა „ქართული ოცნება“.
"ბატონ გახარიას არ ემახსოვრება, ის ამ დროს მოსკოვში საქმიანობდა, მაგრამ, თუ გადახედავს 8, 10, 12 წლის წინანდელ განცხადებებს და რეზოლუციებს შეერთებული შტატების კონგრესის, დაინახავს, რომ შეერთებული შტატების კონგრესი ყოველთვის იყო საქართველოს მთავარი მხარდამჭერი ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და დღევანდელი ხელისუფლების „დამსახურება“ არის ის, რომ დღეს საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების კონგრესს გააჩნია ისეთი კითხვები, როგორიც არ ჰქონდა არასდროს.
დიახ, საქართველო რჩება აშშ-ის პარტნიორად, დიახ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ხელისუფლებამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ დღეს კონგრესი პირობით გვიჩერებს ქართველი ხალხისთვის გამოსაყოფ დახმარებას. ასე რომ, ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგი"- ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები






