ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება .
როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენგელისა და კონგრესმენ მაიკლ მაკკაულის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის უგუნური ქმედება ახლაც ისეთივე მიუღებელია, როგორც 12 წლის იყო.
„რუსეთის უგუნური შეჭრიდან 12 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, ასევე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, ისევ გრძელდება. ეს ქმედება მიუღებელი იყო 2008 წელს და მიუღებელია ახლაც. ქართველმა ხალხმა უფრო დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად მსხვერპლი გაიღო და საქართველომ დაამტკიცა, რომ ამერიკის და ნატო-ს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, განსაკუთრებით ავღანეთში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოს, უკრაინისა და ყველა პარტნიორის მხარდაჭერა, ვინც პუტინის მტრული ქმედებების გამო იტანჯება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






