ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და ინფორმაცია აინტერესებდა - "ZAG“-ის იურისტი
სამართალი - 23:59, 07 Aug, 2020     10123
ახალგაზრდა პროგრამისტის ბურუსით მოცული საქმე და ბაჩალიაშვილის ე.წ შეყვარებული - კომპანია „ზეგის“ იურისტის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე ვიდრე საზოგადოებაში გამოჩნდებოდა, „ზეგის“ თანამშრომლებს, როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი წერდა და მათგან ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.

აღნიშნულის შესახებ ჭაბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ისაუბრა.

„ბაჩანა ლობჟანიძე ზოგადად ძალიან უცნაურად გამოჩნდა და ორი სიტყვით ვიტყვი, ვიდრე მის შესახებ საზოგადოება საჯაროდ გაიგებდა, კომპანია „ზეგსაც“ წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და აინტერესებდა ჩვენგან ინფორმაცია. პლუს, თამუნას მეგობარმა გუშინ იგივე დაადასტურა ინტერვიუში. ეს ადამიანი თავისი ფეხით დადის გამოძიებაში და ეხვეწება დამკითხეთო, შეაწუხა გამომძიებლებიც. მასზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, სიმართლე გითხრათ, ნახევარს ვერც ვიგებ, ლოგიკურ ჯაჭვს ვერ მივყვები, არა იმიტომ რომ მე არ მაქვს ამის უნარი, ალბათ, უმეტესობა ასე არის.რაც შეეხება ჩხრეკას, არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. მე უშუალოდ ორი პიროვნების ბინის ჩხრეკას დავესწარი, ჩემ კოლეგებს რომ ვკითხე, პირადი, ბებიის და ბავშვის კომპიუტერები, ლეპტოპები წაიღეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

ჭაბაშვილი განმარტავს, რომ კომპანია „ზეგს“ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

„16 მარტის შემდეგ თამუნა არცერთ თანამშრომელს არ უნახავს, ვინაიდან, დისტანციურად მუშაობდნენ. კომპანია „ზეგს“ თამუნას ტრაგიკულად გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუ განტევების ვაცი უნდათ მოძებნონ, და ოღონდ ვინმე დააპატიმრონ, რომ რაღაც გააკეთეს და ხალხს აჩვენონ, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. სამართლებრივი თვალსაზრისით, კომპანიას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - აცხადებს ჭაბაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42