უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე - გიორგი რურუა
პოლიტიკა - 23:30, 07 Aug, 2020     1243
მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მსჯავრდებული გიორგი რურუა აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს რუსული გავლენები საქართველოში.

"ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს სრული გულახდილობით გამოთქმული, გრაფ ნ.პანინის ერთ საიდუმლო მიწერილობაში,რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს გენერალ ტოტლებენს გამოუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი “ხელმძღვანელობით ხდებოდეს“,თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთი მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ სული აქაური(რუსული) იყოს, სხეული კი ქართული.“

„ქართველი ერის ისტორია“ ივანე ჯავახიშვილი

პ.ს. გენერალ ტოტლებენის სახელი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის გვარით რომ შევცვალოთ, დღევანდელ სურათს მივიღებთ. სამწუხაროა,რომ რუსეთს ორი საუკუნის შემდეგაც, იგივე ბერკეტის გამოყენების საშუალება მივეცით. შემაშფოთებელია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე ისევ, ყოფნა-არყოფნაზე გვიწევს საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ რუსული გავლენები საქართველოში და დავდგეთ განვითარების გზაზე, დანარჩენ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. ყველაფერი ჩვენს ხელშია და სიმართლეც ჩვენს მხარეზეა.
პატივს მივაგებ ჩვენი გმირი ბიჭებისა და გოგონების ხსოვნას.

ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა
7 აგვისტო 2020 წელი" - წერს რურუა სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42