2008 წლის ომის საიდუმლო დეტალები - როგორ იმუშავა NATO-მ ცხინვალის და სოხუმის არაღიარებაზე და რა შეუთვალა ალიანსმა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერებს - ინტერვიუ ლუკაშენკოსთან
პოლიტიკა - 20:51, 07 Aug, 2020     3146
უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან, საუბრის ვრცელი ნაწილი დაეთმო სქართველოს და ბელორუსის ურთიერთობებს, განსაკუთრებით კი მიხელ სააკაშვილის მმართველობის პირობებში, 2008 წლის აგვისტორ ომის ეპიზოდს.

„ნიუპოსტი“ გთავაზობთ ამონარიდს ვრეცლი ინტერვიუდან:

დიმიტრი გორდონი: ვიცი რომ გასაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებთ მიხეილ სააკაშვილთან, რის შესახებაც თავად ჩემთვისაც არა ერთხელ აქვს ნათქვამი.

სააკაშვილი ხაზს უსვამდა, რომ ის თქვენი მადლიერია იმ პოზიციისთვის, რომელიც დაიკავეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

მართალია, რომ ვლადიმერ პუტინი გთავაზობდათ 2 მილიარდ დოლარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკდებველ სახელმწიფოებად აღიარების შემთხვევაში? მაგრამ ჩემი ინფორმაციით, თქვენ მას უარი უთხარით.

ალექსანდრე ლუკაშენკო: არანაირ ფულზე არასდროს არ ყოფილა საუბარი, საკითხის ფასი გაცილებით მაღალი იყო. ოსების და აფხაზების მხარდაჭერის პრობლემა არასდროს მქონია, მიუხედავად ამის, მე ვარ აშკარა მომხრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა. იმ პერიოდში დსთ-ს ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი „კანკალებდა“, მაგალითად, ყაზახეთს ეგონა, რომ ბელორუსი ოსეთს სცნობდა, რადგან ამის შემდეგ მათი გადაწყვეტილების ჯერი დადგებოდა. მე ბევრი არც მიფიქრია ამ თემაზე. ვთვლიდი, რომ ვაღიარებდი თუ არა სამხრეთ ოსეთს, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა.

ეს საკითხი ჰაერში დაეკიდა. ყველა ელოდა, რომ ბელორუსი აღიარებდა.

ვთვლიდი, რომ თუ მოკავშირე [რუსეთი] მთხოვდა, რომ მეღიარებინა, მე ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ საქმეში ნატო-ს წარმომადგენლები ჩაერთვნენ. ჩემთან ჩამოვიდა ჰავიერ სოლანა, მაშინ ის ალიანსის გენერალური მდივანი იყო. მან იცოდა, რომ მე გულღია კაცი ვიყავი. ვისხედით ჩემთან კაბინეტში. სოლანამ პირდაპირ მითხრა, რომ ჩემთან თხოვნა ჰქობდა, გამიკვირდა - რა თხოვნა უნდა ჰქონოდა ნატო-ს ლუკაშენკოსთან? და გამეცინა....

მან მითხრა - „თქვენ ნატო-ს მტრად ხომ არ მიიჩნევთ?“. მე ვუპასუხე, რომ მტრად არ მივიჩნევ, მაგრამ ერთ ნავში არ ვსხედვართ.

სოლანამ მითხრა - ჩვენ არ გვსურს, თქვენ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ.

მომიყვა თუ რა მოხდა და როგორ და თქვა, რომ ეს ხომ მაინც საქართველოა...

ვუპასუხე, რომ მესმის ყველაფერი, მაგრამ მე რატომ მთხოვთ ამას?

სოლანას პასუხი იყო: თუ თქვენ აღიარებთ, დაიწყება აღიარებების აღლუმი. თქვენ გამოგყვებიან სხვებიც და ვისაც კი ვესაუბრეთ, დსთ-ს წევრ ქვეყნებს, ყველას პასუხი იყო - ვნახოთ, რას იზამს ბელორუსი, ამის შემდეგ ჩვენც იგივე ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს.

მე ვუთხარი, რომ ეს თემა ვრცლად არ განგვიხილავს. ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ძაან გვაწვებოდა. მე ვუთხარი - ჰავიერ, რა მოხდება თუ ვაღიარებთ? როგორც სჩანს ის ამისთვის მზად იყო და დამიწყო ჩამოთვლა: ბელორუსი დაუყოვნებლივ იქნება სვიფტის სისტემიდან გათიშული. ჩამომითვალა სხვა სანქციები, რომელიც აღიარებას ასევე მოჰყვებოდა.

ცოტა ხანში შევხვდი დიმიტრი მედვედევს. მან რუსეთის კუთხით სწორად დააყენა საკითხი: ჩვენ ვართ მეგობრები, მოკავშირეები. მე ვუთხარი - დიმა, მოვაწერ ახლა განკარგულებას ხელს, ვაღიარებ სამხრეთ ოსეთს და რა იქნება შემდეგ? მაგრამ თქვენ, უნდა უზრუნველყოთ ჩემი დაცვა სვიფტისგან გათიშვის შემდეგ და კიდევ სხვა დანარჩენი საკითხები ჩამოვუთვალე. კი ბატონო, ჩვენ ვართ მოკავშირეებით და მხარს გიჭერთ, მაგრამ შენ ამას გააკეთებ? და იცით რა მიპასუხა? ჩვენ პოლიტიკურ ნაწილებს ვიხილავთ, თორემ ეკონომიკურ საკთხებს პუტინი არეგულირებს. ვუპასუხე, კი მაგრამ პრეზიდენტი ხომ თქვენ ხართ? მეც პრეზიდენტი ვარ და თქვენც, მე თქვენს წინაშე დავაყენე პრინციპული საკითხი. მე ვარ მზად გადაწყვეტილებისთვის და თქვენ - არა. მაშინ მე უნდა ველაპარაკო პუტინს და არა თქვენ... მე ეს ღიად ვუთხარი, რომ თქვენ არ ხართ მზად. ამიტომ საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა რუსეთისთვის. მათ როგორც სჩანს აღარ აინტერესებდათ, რა ელოდა აღიარების შემდეგ ბელორუსს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42