კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები დღემდე განიცდიან ომის შედეგებს - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 19:48, 07 Aug, 2020     822

სახალხო დამცველი აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმაურება. იგი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს.

ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და ჩართულობით ძალისხმევა არ დაიშუროს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის ღირსებისა და უფლებების დასაცავად.

სახალხო დამცველი, ასევე, საუბრობს გადაადგილების პრობლემაზეც. მისი თქმით, ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვამ და არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა.

"2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების დარღვევა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან.

გადაადგილების თავისუფლება უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სავალალო უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი ნათლად წარმოაჩინა ე.წ. გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტებმა.

წლების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად რჩება საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა დაკავებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები, პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში.

2008 წლის ომიდან 12 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას.

ასევე, კვლავ პრობლემას წარმოადგენს, საოკუპაციო ხაზის პირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების საკითხი" - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42