8 სახელმწიფო უწყებამ, 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონება, საჩუქრად მიიღო
საზოგადოება - 14:41, 18 Nov, 2013     1606

ორგანიზაციამ მიმდინარე წლის ოქტომბრის პირველ ნახევარში წერილით მიმართა ყველა სამინისტროს, მთავრობის კანცელარიას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გამოითხოვა მათთვის 2008 წლიდან 2013 წლის სექტემბრის ჩათვლით ჩუქების წესით გადაცემული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი, ღირებულება და ჩუქების თარიღი.

სამწუხაროდ, დღემდე გარკვეული სახელმწიფო უწყებების მხრიდან ინფორმაცია მოწოდებული არ არის. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების, თავდაცვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ ყოფილა, რაც საჯარო ინფორმაციის გაცემის  ვადის დარღვევაა.

მოსაწოდებელი ინფორმაციის დიდი მოცულობის და დამუშავებისთვის დრო ითხოვა შინაგან საქმეთა, სპორტის და ახალგაზრდობის, განათლების და მეცნიერების და ეკონიმიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა. სავარაუდოდ მომავალ კვირაში უკვე გადმოგვეგზავნება გამოთხოვილი ინფორმაცია.

დღემდე მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საჩუქრად არანაირი ქონება არ გადასცემია არც ერთ სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინიტროებს. რაც შეეხება მათ, რომლებმაც ამ დროისათვის მოახერხეს ინფორმაციის მოწოდება, ეს არის 8 სახელმწიფო უწყება, რომელთაც საჩუქრად ჯამში მიიღეს 20 მლნ ლარზე მეტი ქონება, მათ შორის 13 მლნ ლარი უშუალოდ კომერციული (ბიზნეს) ორგანიზაციებისგან გადაეცათ.

საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი ქონება მედიკამენტების სახით მიიღო სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ჯამური ღირებულებით 1 868 683 ლარი. იუსტიციის სამინიტრომ 11 147 927 ლარის სამშენებლო სამუშაოები და მასალები, პროექტირება და საკანცელარიო საქონელი 2009-12 წლებში მიიღო.

იკვეთება სახელმწიფო უწყებებს შორის ჩუქების ფაქტები. ხშირია ავტომანქანების გადაცემა, რომლის ჯამური ღირებულება 1,8 მლნ ლარს აჭარბებს.

ადამიანი, კანონი, თავისუფლება მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც ამ დრომ არ მოახდინეს რეაგირება და არა თუ კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღის, არამედ 30 კალენდარული დღის შემდეგაც ვერ მოიცალეს რაიმე პასუხი გაეცათ ჩვენს წერილზე, დაემორჩილონ კანონს და უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ბიზნეს სექტორის მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული ქონების რაოდენობით და ღირებულებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანია გუდვილმა ფინანსური პრობლემების მიზეზები დაასახელა. როგორც კომპანია აცხადებს, ფინანსური პრობლემები გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წინა ხელისუფლება მას აიძულებდა გაეწია ისეთი ხარჯები, რომელიც ბიზნესისთვის გაუმართლებელია და ამ თანხამ წლების განმავლობაში 30 მლნ ლარი შეადგინა.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსგავს სიტუაციაში შესაძლებელია აღმოჩენილიყვნენ სხვა ბიზნესკომპანიებიც, რომლებსაც განვითარების საშუალება არ მიეცათ. შესაბამისად, ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით, რომელსაც სიღრმისეულად შევისწავლით და როგორც საზოგადოებას, ასევე შესაბამის ორგანოებს მივაწვდით კვლევის შედეგებს. კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ მივმართოთ გენერალურ პროკურატურას.

ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ მსგავსი ფაქტები, დავადგინოთ ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტებს ახალი ხელისუფლების დროს, რაც ასევე წარმოადგენს ერთგვარ პრევენციას, რათა არ მოხდეს მთავრობის ჩარევა მათ საქმიანობაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42