23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია.
„წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ გადაგზავნილია უკვე მოთხოვნები და ჩართულობა იქნება. თუმცა ეს გარკვეულ დროსთან იქნება დაკავშირებული.
რადგანაც ეს გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საფუძველი იქნება სიმშვიდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება დავწყნარდეთ”,- განაცხადა რამიშვილმა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, დაცვის მხარე მოითხოვს სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატის მოძიებას, რათა დადგინდეს, უკანასკნელად როდის დაიქოქა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი.
„მოვითხოვეთ, რომ დაჩქარებული წესით მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, სადიაგნოსტიკო, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება”,- განაცხადა რამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






