"ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე - შტაბი და შტაბში ფუნქციების განაწილება, სტრატეგია - რომელი მაჟორიტარი შეიძლება ჯობდეს კონკრეტულ რეგიონში" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მას შემდეგ რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა.
მისივე თქმით, გუნდში, განსახილველ საკითხებზე აბსოლუტური ერთობაა.
"ძალიან მალე, როდესაც წარდგენა იქნება, ყველაფერს გაიგებთ. ერთობა ამ გუნდში აბსოლუტურად ყველა საკითხზეა, თუმცა მსჯელობა იყო იმაზე, არის თუ არა საერთოდ საჭირო მომავალ კაბინეტზე გადაწყვეტილების მიღება. ჩემი პოზიცია ზუსტად დაემთხვევა პარტიის პოზიციას, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია და ხაზგასმით ვამბობ - არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე გავა, ჩვენს მოქალაქეს არა მხოლოდ უნდა ავუხსნათ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, არამედ უნდა ვუთხრათ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩრდილოვანი კაბინეტი, ეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხრემ დაინახოს, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის მოკავშირეებთან ერთად, გაითვალისწინა ყველაფერი ის, რაც წარსულში მოხდა, გაითვალისწინა ის, რამ მოგვიტანა 2018 წელს ხმების ასეთი, არნახული, მზარდი ზრდა."- განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






