"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე თვითდასაქმებულების დახმარება მოსახლეობის მოსყიდვად აფასებს.
გოცირიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, რომ თვითდასაქმებულებს დახმარება ბიუროკრატიული პროცესების გარეშე მიეღოთ, თუმცა ხელისუფლება ცდილობდა, დახმარების გაცემა წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაემთხვია.
"ხელისუფლება დასცინის ხალხს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოვუწოდებდით მათ, რომ შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანებისთვის ყოველგვარი საბუთების და ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გარეშე გაეწიათ დახმარება. ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 530 მილიონი ლარიდან გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი. მაგრამ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ ექნებოდათ გადამალული ეს ფული და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებენ საბუთების გარეშე ამ დახმარებების გაცემას. მაგრამ უდიდესი ნაწილი ამ დახმარებების მიმღებისა იქნებიან "ქართული ოცნების" აქტივი. ეს არის ხალხის მოსყიდვა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






