"არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები...“- მამუკა მდინარაძე ტრაგედიების რეალურად გამოძიების სურვილის უკან "პოლიტიკურ რევანშს" ხედავს
პოლიტიკა - 14:38, 06 Aug, 2020     1132
საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბოლო დროს დატრიალებულ ტრაგედიებზე წერს.
მისი თქმით, „ არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის!".

"არაფერი შეიძლება იყოს ისეთი ამორალური, როგორც ადამიანურ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოგონილი ამბების გამოყენება პოლიტიკური რევანშისთვის!

ჯერ ახალგაზრდა, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის დაკავშირება სცადეს ბიძინა ივანიშვილთან და ყველაზე წმინდას - ოჯახს, შვილს მიადგნენ... რა თქმა უნდა უშედეგოდ - მალევე გაიშიფრნენ.

ახლა, ოღონდ იგივე გაიმეორონ და ასევე გარდაცვლილ ადამიანს, თამარ ბაჩალიაშვილს მიაყენეს მძიმე შეურაცხყოფა, - დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია...

სხვა მიზანი არასდროს ქონიათ. არც ახალგაზრდები ადარდებთ, არც გამოძიების შედეგები. მიზანი - რევანში, სამიზნე კი ისევ ბიძინა ივანიშვილია.

აქამდე არ ინდობდნენ ცოცხლებს და ათას საშინელებას აბრალებდნენ, ახლა უკვე გარდაცვლილებსაც აღარ ერიდებიან.

მორალურ სტანდარტებზე საუბარსაც თავი რომ დავანებოთ,
ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს და სპეკულაციებს თავაზობენ ხალხს, რომ ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გონებრივ შესაძლებლობებზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ.

აბსოლუტურად ყველას ვალია, საზოგადოების, თითოეული მოქალაქის და პირველ რიგში ჩვენი, ხელისუფლების, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შევამციროთ მსგავსი შემთხვეების რისკები, ძალადობა, ქუჩის დანაშაულები და ა. შ.(მომხდარ შემთხვევებს, რა თქმა უნდა, სრულყოფილი გამოძიება ჭირდება, რაც კეთდება კიდეც), მეორე მხრივ კი ტყუილი და სპეკულაცია, განსაკუთრებით ასეთ თემებზე, უნდა იყოს უდიდესი სირცხვილი და საზოგადოების უმწვავესი რეაქციით ფასდებოდეს..."- წერს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42