"არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებები" - ზალკალიანი კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე
პოლიტიკა - 14:26, 06 Aug, 2020     1083
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღესაც ირწმუნება, რომ "აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებით, ცალკე ქვეთავს მოიცავს და არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებები".

მისი თქმით, სანქციებზეა საუბარი, არასწორია.

„აქტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მხარდაჭერილია არაღიარების პოლიტიკა. ხაზი აქვს გასმული რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავებას, საუბარია, საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების დახმარების კუთხით თანამშრომლობის გაფართოებაზე. იმ კონტექსტში, სადაც არის საუბარი, რომ თავდაცვის მდივანმა სახელმწიფო მდივანთან ერთად, 180 დღის განმავლობაში, კონგრესს უნდა წარმოუდგინოს ანგარიში, იქ საუბარი არაა მხოლოდ საქართველოზე, საუბარია უკრაინაზეც, ბოსნია - ჰერცოგოვინაზე, მოლდოვაზე. საუბარია იმაზე, რომ ამ ანგარიშში უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სიტუაცია ასახული, მათი სტატუსი, იყოს საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში გარდაცვლილ ადამიანებთან დაკავშირებით. ასევე საუბარი უნდა იყოს არსებულ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ამ 180 დღის ანგარიშში უნდა იყოს ხაზგასმული და გამოყოფილი ამ ქვეყნებთან მიმართებით რა სახის ეკონომიკურ დახმარებას უწევდა აშშ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და კერძოდ, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებაზე. ბუნებრივია, საუბარია ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამაში გასაკვირი არაფერი არაა, რადგან ეს არის თანხა, რომელსაც აშშ ხარჯავს კონკერტულად ამ ქვეყნებთან მიმართებით. სახელმწიფო დეპარტამენტი, ისევე როგორც თავდაცვის დეპარტამენტი არის პასუხისმგებელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არის ვალდებული კონგრესს წარმოუდგინოს ანგარიში. სპეკულაციებს იმაზე, რომ აქ თითქოს რაღაც სანქციებზეა საუბარი, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმაც დაუსვა წერტილი.

ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და ნახეთ კიდეც, რომ ყოველგვარი შესწორებების გარეშე გავიდა სენატის ვერსიაში. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ზალკალიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42