ვიყენებთ თუ არა ისტორიის ცოდნას?
ეს საინტერესოა - 13:31, 18 Nov, 2013     1947

ნაცისტების უგუნური პოლიტიკის შედეგად, 30-იანი წლების გერმანია მსოფლიოში ბევრმა ცნობილმა მწერალმა და მეცნიერმა დატოვა, უფრო სწორად ქვეყანა, რომელსაც ისინი საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ, იძულებით დაატოვებინეს. მათ შორის იყო გენიალური ალბერტ აინშტაინი. ემიგრაციაში მყოფი მეცნიერი მცირე ხანს ევროპაში დარჩა, შემდეგ ოკეანისგაღმა განერიდა ქვემეხების ხმაურს. მას მოსვენებას არ აძლევდა ჰიტლერულ გერმანიაში მიმდინარე სამუშაოები მასობრივი განადგურების იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. რადგან მოსალოდნელი შედეგი შესაძლოა ფატალური გამხდარიყო ცივილიზებული კაცობრიობისათვის, დიდმა მეცნიერმა საერთოდ დაკარგა მოსვენება და გამოსავლის ძიება დაიწყო. ერთ დღეს მან გადაწყვიტა დაკავშირებოდა აშშ-ს პრეზიდენტს იმის იმედით, რომ შეძლებდა მის დარწმუნებას, რათა დროულად მიეღო შესაბამისი ზომები. ეს შეხვედრაც შედგა.

საუბრის დასაწყისში რუზველტი ყურადღებით უსმენდა საპატიო სწავლულს, მაგრამ თანდათან ჩათვალა რა მისი შეშფოთება მეტისმეტად გადაჭარბებულად, მისმა ინტერესმაც იკლო. აინშტაინისათვის ეს ყოველივე შეუმჩნეველი არ დარჩენილა, მითუმეტეს, რომ მასპინძელმა ყურადღების გადატანის მიზნით ძაღლს დაუწყო ალერსი, ამით მიახვედრა სტუმარს, რომ მისთვის განკუთვნილი აუდენციის დრო იწურებოდა. ის იყო მეცნიერი აპირებდა დამშვიდობებას, რომ მისდა უნებლიედ თვალი შეავლო რუზველტის კაბინეტს, რომელიც სულ ერთიანად გემების გრავიურებითა და ესკიზებით, იყო გავსებული. სტუმარს გაახსენსდა, რომ ახალგაზრდობისას რუზველტი საზღვაო ფლოტში მსახურობდა და ზღვისა და ხომალდთა სიყვარულიც აქედან ჰქონდა გამოყოლილი. აი, მაშინ კი აინშტაინს ისტორიიდან ერთმა ნაკლებად ცნობილმა ამბავმაც შეახსენა თავი.

დაემშვიდობა რა მასპინძელს კარებთან მყოფმა თავაზიანად მიმართა რუზველტს:

-ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მაინც ნუ გაიმეორებთ ნაპოლეონის შეცდომას. თქვა და კარიც მიიხურა.

რუზველტი არ ელოდა ასეთ პასუხს, თანაც ცნობისმოყვარეობაც მოეძალა. ძალიან უნდოდა გაეგო თუ რა შეცდომა დაუშვა ნაპოლეონმა. მან ითხოვა გზიდან მოებრუნებინათ აინშტაინი. გახარებულმა მეცნიერმა, რომ რუზველტი დაინტერესდა იმით, თუ რის მოყოლასაც აპირებდა იგი, გადაწყვიტა მოხდარი ამბავი დაწვრილებით მოეთხრო პრეზიდენტისთვის. აი, ეს ისტორიაც:

ინგლისთან საზღვაო ომის სამზადისში მყოფ ნაპოლეონს, რომელიც ახალ-ახალი გემების შექმნით იყო დაკავებული, ხელსაყრელი ამინდის შემთხვევაში, ამ იალქნიანი ფლოტით აპირებდა ინგლისში შეჭრას. ერთ დღესაც ბანაკში მყოფ იმპერატორს ერთმა გამხდარმა და სუსტი აგებულების ახალგაზრდამ მიაკითხა. მისმა გარეგნობამ და კიდევ უფრო ცუდმა ჩაცმულობამ, რაც ამ ყმაწვილის გაჭირვებულ ცხოვრებაზე მიანიშნებდა, ნაპოლეონს მის მიმართ სერიოზულად განწყობის სურვილი დაუკარგა. დაუპატიჟებელი სტუმარი, იმ დროისათვის ერთობ უცნაურ რამეს სთავაზობდა ბონაპარტს, მისი დახმარების შემთხვევაში, ის პირდებოდა ძრავაზე მომუშავე გემების აგებას, რომელიც აღარ იქნებოდა ზურგქარზე დამოკიდებული და ფრანგები ნებისმიერ დროს და ამინდში შეძლებდნენ ინგლისის ნაპირებამდე მიღწევას. თვით ისეთმა წიგნიერმა და უდიდესი განათლების მქონე პიროვნებამაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო სწორედ ვერ შეაფასა ეს საკაცობრიო მნიშვნელობის იდეა, მისი ავტორი მეოცნებე გიჟად მიიჩნია და ბანაკიდან ხელმოცარული გაუშვა.

გადის წლები და ერთ დღესაც მსოფლიო ალაპარაკდა ამერიკაში მომხდარ ახალ დიდ აღმოჩენაზე: თუ ძრავაზე მომუშავე ორთქლის გემმა, როგორ გაცურა მდინარე მისისიპის აღმა მიმართულებით, რაც სრულიად ახალი ერის დაწყებას მოასწავებდა. ავტორი კი ამ გამოგონებისა იყო ნაპოლეონის მიერ უარყოფილი, გენიალური - ფულტონი.

ვინ იცის, თქვა დასასრულს აინშტაინმა, ნაპოლეონს რომ დაეჯერებინა ფულტონისათვის, ისტორია როგორ გაგრძელდებოდა მომავალში.

ამ საუბრიდან ცოტა ხანში აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი გასცემს განკარგულებას, რათა ამერიკელებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ სამზადისი ატომური ბომბის შესაქმნელად, რაც შემდგომ წარმატებით განხორციელდა კიდეც.

ძნელი სათქმელია, აინშტაინს ასე კარგად რომ არ სცოდნოდა ისტორია და ვერ დაერწმუნებინა რუზველტი, რა მოხდებოდა მაშინ?

 

გიორგი მჭედლიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42