"უმძიმესი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებას... აშშ-ს მიერ ქართველი ხალხისთვის გამოყოფილ დახმარებას ხელისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს"- ბაქრაძე
პოლიტიკა - 12:52, 06 Aug, 2020     1805
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, აშშ-ს მიერ საქართველოს დაფინანსებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ასეთია პატრნიორი ქვეყნის დეპუტატების უპრეცენდენტო დოკუმენტზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასება.

მისი თქმით, ეს არის უმძიმესი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და მხარდაჭერა ოპოზიციისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება არჩევნებამდე 3 თვით ადრე იღებს ასეთი ტიპის გაფრთხილებას, ეს რა თქმა უნდა, ცალსახად მიანიშნებს იმ უმძიმეს რეპუტაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ შეერთებული შტატების კონგრესში გააჩნია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება „ქართული ოცნების“ და მათი ლიდერების პრორუსული პოლიტიკის მძევალი არასდროს აღარ უნდა გახდეს.

„ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხისთვის განკუთვნილი დახმარება ეჭვის ქვეშ დგება საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გამო. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არ არის ცალკეული კონგრესმენების განცხადება, კომენტარი ან თუნდაც წერილი, ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სავალდებულო ძალა და მიღებულია მთლიანად წარმომადგენლობითი პალატის კენჭისყრით. ეს არის კონგრესის ოფიციალური დოკუმენტი. უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხალხისთვის განკუთვნილ დახმარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნების“ მოქმედება. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა ვუთხრათ „არა“ ამ ხელისუფლებას ოქტომბრის არჩევნებზე - იმიტომ, რომ ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი დახმარება არასდროს აღარ გახდეს „ოცნების“ და მათი ლიდერების პრორუსული პოლიტიკის მძევალი. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი კითხვის ნიშნების, პირობითობებისა და შეფასების გარეშე“, - განაცხადა ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42