"ოცნება იტყუება, შედეგები იქნება ძალიან მძიმე"- სამადაშვილი კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ უპრეცედენტო დოკუმენტს აფასებს
პოლიტიკა - 12:44, 06 Aug, 2020     1440
„ესა არის გზავნილი ყველა საქართველოს მოქალაქისთვის რომელსაც სურს ძლიერ ქვეყნაში ცხოვრება“ -ასე აფასებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს.


სამადაშვილის თქმით, აშშ-ს როლი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძლიერებაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ როცა ჩვენი ურთიერთობების ისტორიაში პირველად კონგრესი არსებული ვითარებით შეშფოთებულია, ამით მიუთითებენ, რომ საქართველოს სახით სანდო პარტნიორის არსებობის მათ არ სჯერათ.

„ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის მიერ დამტკიცებული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდა. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ და ძალიან ურცხვად მოატყუა საზოგადოება, როდესაც განაცხადა, რომ ამ აქტში არანაირი შეშფოთება ქვეყნაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არ არის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ აშშ საქართველოს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცებაში ეხმარება, მათ შორის თავდაცვის სფეროში შესაძლებლობების განვითარებაში, მაგრამ ამის პარალელურად ითხოვს, რომ უახლესი 180 დღის განმავლობაში სახელწმიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკაშირებით ანგარიში წარადგინოს.

მინდა განვმარტო, თუ რატომ იტყუება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“. დოკუმენტი, რომელიც გუშინ ვაშინგტონში გამოქვეყნდა, ნიშნავს, რომ მოახლოებულ არჩევნებს აშშ ისეთი ყურადღებით დააკვირდება, როგორც არასდროს და პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე, უკანონო ქმედებებზე ყველა იმ ადმაინს დაეკისრება, რომელიც ამაში მონაწილეობას მიიღებს.

ამიტომ, დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ არწმუნებს საზოგადოებას, რომ არანაირი შეშფოთება არ არსებობს, პირველ რიგში ესაა გზავნილი იმ ხალხისთვის, ვიზეც სამთავრობო პარტია არაკანონიერ დავალებებს გასცემს. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ თქვენ გატყუებენ! შედეგები იქნება ძალიან მძიმე.“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42