სამჯერ გახსნილ ქუთაისის აეროპორტში ხვალ კიდევ ერთ ობიექტს გახსნიან
საზოგადოება - 13:18, 18 Nov, 2013     1914

წინა ხელისუფლების დროს დაპროექტებულ და აგებულ ქუთაისის აეროპორტში ხვალ სამეთვალყურეო კოშკი ოფიციალურად გაიხსნება.

მისი მშენებლობა 2012 წლის მარტში დაიწყო. როგორც საქაერონავიგაციიდან იტყობინებიან, მოძრაობის მართვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დღემდე საქაერონავიგაციის კუთვნილი მობილური სამეთვალყურეო კოშკიდან ხორციელდებოდა, 19 ნოემბრიდან კი თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ტაუერიდან მოხდება.

ავიამეთვალყურეები ახლა უფრო კომფორტული გარემოდან შეძლებენ საჰაერო მიმოსვლის მართვას. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიის განვითარებისთვის, რადგან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ფრენების უსაფრთხოების დონე საქართველოში და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებისთვის.

ქუთაისის თაუერი თავისი სიმაღლითა და ორიგინალური დიზაინით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ სამეთვალყურეო კოშკურების ხუთეულშია. ქუთაისის სამეთვალყურეო კოშკისა და ადმინისტრაციული შენობის არქიტექტურული პროექტი ჰოლანდიურ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის, მათ მშენებლობასა და მოპირკეთებაზე კი რამდენიმე ქართული სამშენებლო კომპანია მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ცალ-ცალკე გაიხსნა ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლი, ტერმინალი და ადმინისტრაციული შენობა. ხვალიდან აეროპორტში ცალკე გახსნილი ობიექტების ნუსხას, უკვე ახალი ხელისუფლება სამეთვალყურეო კოშკით დაასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42