კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი მკაფიოდ წარმოაჩენს ოცნების უუნარობას - გეგელია
პოლიტიკა - 10:19, 06 Aug, 2020     699

აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ეს რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართველოს სრულყოფილ დაფინანსებას და ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. "ქართული ოცნების ანტი-სახელმწიფოებრივი და მავნებლური კურსის შედეგად, საქართველოსა და აშშ-ს უაღრესად მჭიდრო და მნიშვნელოვანი პარტნიორობის ხანგრძლივ ისტორიაში პირველად შემოვიდა პირობითი დათქმები", — აღნიშნავს გეგელია.

მისი თქმით, კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს ქართული ოცნების უუნარობას, უზრუნველეყო დემოკრატიული განვითარება, საარჩევნო სისტემის ადეკვატური რეფორმირება, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფო და საერთაშორისო კერძო სექტორის უფლებების დაცულობა.

"შედეგად, დღეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის ბედი უკვე იმაზე გახდა დამოკიდებული, თუ როგორ დასკვნას გამოიტანს აშშ სახელმწიფო მდივანი, ბატონი მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე რადიკალურად შეცვალოს დღემდე წარმოებული დესტრუქციული და ანტი-დემოკრატიული სახელმწიფო კურსი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამგვარი პირობითობის შემოტანა ქართული ოცნების შეგნებული და მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომლის ერთადერთი ნამდვილი მიზანი, ფაქტობრივად, ჩვენი სახელმწიფოს სრული საერთაშორისო იზოლაციაა.

წლების მანძილზე, ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის შელახვას. სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში რადიკალურად შემცირდა საგარეო ინვესტიციები. დღეს სრულიად ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიზანმიმართულად ჩაშალა ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას არნახული მასშტაბებით გაზრდიდა. სამაგიეროდ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების შელახვის ხარჯზე, იმავე ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ტამანისა და ნოვოროსიისკის რუსული პორტების ეკონომიკურ სტაბილურობას.

მრავალი თვის განმავლობაში, ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა ადეკვატურად ეპასუხა ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მიერ არაერთგზის გამოხატულ წუხილზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოცნებამ აირჩია სიცრუის, ცინიზმის და ანტი-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის კურსი, რაც გამოიხატა პოლიტიკური მართლმსაჯულების უწყვეტ წარმოებასა და კორუფციის აყვავებაში, თავისუფალი მედიის სხვადასხვა ფორმით შევიწროებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევაში.

დღეს სრულიად აშკარაა როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვერდიქტი — ქართული ოცნების მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს, რათა დაუყონებლივ შეწყდეს საქართველოს ეროვნული ღირსების, საერთაშორისო რეპუტაციის, ეკონომიკური განვითარების და მომავლის პერსპექტივის სრული გაჩანაგება, რასაც დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ეწევა", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42