ახალგაზრდა პროგრამმისტის ბურუსით მოცული საქმე - შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის მარიამ ვარდიაშვილის გამოკითხვა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. იგი საგამოძიებო უწყებაში ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებების შემდეგ დაიბარეს, სადაც ლობჟანიძემ თქვა, რომ ვარდიაშვილს თეთრიწყაროს რაიონში სახლი აქვს.
"ყველა კითხვას გავეცი პასუხი, საიდან ვიცნობდი თამუნას, საიდან ვიცნობდი ბაჩანას. ბაჩანას არ ვიცნობდი, გამარჯობაც არ გვაქვს ნათქვამი. ბაჩანამ მომწერა შარშან ზამთარში, რომ ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა და ის გამაცანი თუ დამაახლოვეო", - ამბობს ვარდიაშვილი.
კითხვაზე, იყვნენ თუ არა თამარ ბაჩალეიშვილი და ბაჩანა ლობჟანიძე შეყვარებულები, მარიამ ვარდიაშვილი პასუხობს, რომ არ იცის.
ბაჩალიაშვილის მეგობართან გამოძიებას კითხვები მისი და თამარის ურთიერთობაზე ჰქონდა. დღეს, 5 აგვისტოს, 10 საათზე კი საგამოძიებო უწყებაში ბაჩანა ლობჟანიძე უნდა მივიდეს.
მასალის გამოყენების პირობები






