ყვითელი ბარათი სტრატეგიული პარტნიორისგან - აშშ საქართველოს გარკვეულ პირობებს უწესებს
პოლიტიკა - 23:19, 05 Aug, 2020     2660

295 ხმით 125-ის წინააღმდეგ - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება შეიტანა.

შესწორება საქართველოს ეხება - პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გარკვეულ პირობებს აწესებს.

"შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველჰყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა," - ნათქვამია განცხადებაში.

არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:

1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები;

2. ანალიზს:

  • ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას;
  • პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან;
  • ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა;
  • სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიიშ თავისუფლება;
  • ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაღვრავს.

ნიშვნელოვანია , რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს კონგრესიდან აქვს დავალება შეაფასოს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის დემოკრატიული კურსი, ამისთვის კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მოკლე პერიოდი აქვს მიცემული.

წყარო: მთავარი არხი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42