"კანონიერი ქურდები" ბიზნესმენს შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ
სამართალი - 20:16, 05 Aug, 2020     3432

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა“ და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის“ - თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს“ წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს.

მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის“ - თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მეორე დღეს კი დაზარალებულს „ქურდული სამყაროს“ წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის“ თ.გ.-ს დახმარებით დაპირდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი“ - თ.გ. და „ქურდული სამყაროს“ წევრი - გ.გ., რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ.-ს დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა. 2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს.

2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42