საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ტრანსგენდერი ქალის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავეს.
შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2 ტრანსგენდერ ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა",- განმარტავენ შსს-ში.
მათივე ცნობით, ის შემთხვევიდან რამდენიმე დღეში დააკავეს და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






