რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან 21 მილიონ ლარზე მეტი და რატომ ვერ გადავიდა საგარეო საქმეთა სამინიტრო ახალ შენობაში - "ფლანგვის დეტექტორის" კვლევაში ვკითხულობთ, რომ სამუშაოებისთვის განსაზღვრული იყო 10 მილიონი ლარი, რეალურად კი, პროექტი 2-ჯერ ძვირი - 21 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 10 მილიონის საპროექტო სამუშაოები კომპანია “ლენდ მარკ პროჯექტმა” მნიშვნელოვანი ხარვეზებით შეასრულა. კომპანია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმას ეკუთვნის და ის ტენდერში მონაწილეობამდე ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა.
"ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის რემონტისთვის მთავრობამ მუნიციპალური განვითარების ფონდს უტენდერო, პირდაპირი შესყიდვის გაფორმება დაავალა. თავის მხრივ, ფონდმა კომპანია "ინ-სი" დაიქირავა, რომლის დირექტორი ზვიად თოიძე "ქართული ოცნების" შემომწირველია. მას მმართველი პარტიისთვის 50,000 ლარი აქვს შეწირული.
მასალის გამოყენების პირობები






