ტელეკომპანიის ცნობით, დღემდე უცნობია, ჰქონდა თუ არა დაღუპულს ფუძის მოტეხილობა, რა დროს გარდაიცვალა იგი და როგორ შეიძლება აიხსნას მის ცხედარზე აღმოჩენილი გვამური ლაქები.
ბურუსით მოცული მრავალტომიანი საქმის ადვოკატები ამბობენ, რომ ექსპერტიზას დასკვნების გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება, რადგან მომხდარიდან ორი თვის შემდეგ მსგავსი პროცედურები უკვე დაგვიანებულია.
"ჩემთვის გასაკვირია ეს, რომ დღეს მსჯელობს ექსპერტიზა ტექნიკური შეუძლებლობებზე და ეს არ არის ასახული პირველად სახელმწიფო სამედიცინო დასკვნაში, - აღნიშნავს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
დარგის ექსპერტები მიიჩევენ, რომ პროცესების გაჭიანურება არაპროფესიონალიზმის შედეგია და ამჯერად, სამხარაულის ბიუროს მოუწია ეღიარებინა, რომ მათი პირველადი დასკვნა არაკვალიფიციური იყო.
გამაოგნებელი სიტუაციაა, რაც სამხარაულში ხდება... ჩვენ გვგონია, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი დაეძებენ ექსპერტებს", - ამბობს ცენტრ "ემპათიას" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მისი ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






