ქარდავა "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ "ნათელ მხარეს არის" და საქართველოს პრემიერობა უნდა.
"მეც მქონია, იმის განცდა, რომ დღეს არ არის დრო საუბარი გავმართოთ ოპოზიციაში მხოლოდ იმაზე როგორ გაიყოს სიები, მაჟორიტარები როგორ დაკომპლექტდდეს. კი, ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისთვის, როგორ უფრო მარტივად დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. დღეს საუბარი თანამდებობის გაყოფაზე უბრალოდ არასწორია"- აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
ვაშაძის გასვლას გაერთიანებიდან ედპ-ის ლიდერი "უხერუხლ დროს არაორდინალურ გადაწყვეტილებას უწოდებს".
"ძაან უხერხულ დროს, არასწორ მომენტში მან მიიღო არაორდინალური გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებებს ადამიანები შემთხვევით არ იღებენ. მაშინ როცა ფული ჩნდება ასეთი გადაწყვეტილების უკან, ბუნებრივია კითხვის ნიშნები არის" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






