„ჩვენ დავაყენებთ საარჩევნო უბნებზე სახის ამომცნობ სისტემებს. ამაზე უკვე მოლაპრაკებები დაწყებული გვაქვს. ეს ხელს შეუშლის ე.წ. კარუსელს, რადგან სახის ამომცნობი სისტემა მაშინვე აღმოაჩენს თუ ერთიდაიგივე ადამიანი რამდენჯერმე მისცემს ხმას.
ასევე, გარდა არსებული დამკვირვებლებისა, ჩვენ ვმზადებთ სრულიად ახალი ტიპის დამკვირვებლებს, რომლებიც ბევრად უფრო მომზადებულები იქნებიან საგანგებო სიტუაციებისთვის.
ჩვენ გვექნება ძალიან ავტორიტეტული ეგზითპოლები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აღიარებული იქნება.
გარდა ამისა, ჩვენ ძალიან ბევრი ახალგაზრდის მობილიზაციას ვახდენთ, რომლებიც საარჩევნო უბნებზე გადანაწილდებიან.
ამიტომ, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, იქნება ეს ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვა თუ პირდაპირი მოსყიდვები, დაშინება, ქუჩის კრიმინალი, ეს არ უშველის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს არჩევანს. გამოვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს, ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ"- ამბობს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






