ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს, ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია მას შემდეგ, რაც ჩვენ და სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა კანდიდატები წარვადგინეთ, თუმცა, აქტიურ ფაზაში ის უკვე სექტემბრის დასაწყისიდან შევა. რასაკვირველია, ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველყოფს ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს. იმედი მაქვს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის, იქნება მშვიდი, შედეგებზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები, ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ჩვენი ხედვა გავუზიაროთ.
რასაკვირველია, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ენდობა თავის მხარდამჭერებს. ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად და რასაკვირველია, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, მხარდაჭერის მოლოდინი“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






