„მოამბე“ დაინტერესდა, რამდენად იყო დაცული ინაუგურაციაზე მოწვეული სტუმრების ჩაცმულობის ეტიკეტი.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაინტერესდა, რამდენად იყო დაცული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეული სტუმრების ჩაცმულობის ეტიკეტი. დღევანდელ ცერემონიალზე მინისტრები მეუღლეებთან ერთად იწვნენ წარმოდგენილები.
„მე მგონი, კარგად ჩაიარა ღონისძიებამ, როგორც ვგეგმავდით, რომელი დიზაინერის სამოსი მეცვა, მერე გეტყვით“, - უთხრა „მოამბეს“ საქართველოს პირველმა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ.
„საკუთარ თავზე სულ მე თვითონ ვზრუნავ, ოღონდ ორჯერ გამძვრა ფეხსაცმელი. აი, სულ ასე, თავგადასავლებით აღსავსეა ჩემი საოზგადოებაში გამოსვლა. მაგრამ პრინცი მახლდა და ეს იყო კარგი ამბავი“, - განაცხდა ირაკლი ალასანიას მეუღლემ ნათია ფანჯიკიძემ.
„გავითვალისწინე, რაც იყო ის მინიმალური რჩევები, ვთქვათ - მოცემული პროტოკოლის სამსახურის მიერ და მე მგონი დამსწრე საზოგადოებამაც გაითვალისწინა, რაც ერთი შეხედვით ჩანდა“, - განაცხადა სოზარ სუბარის მეუღლემ თამთა ყუბანეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






