პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: "საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს"
პოლიტიკა - 15:45, 01 Aug, 2020     2275

ლარის გაუფასურებას დღესდღეობით არ მიუღია ისეთი ფორმები, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, თუმცა მოსახლეობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემთხვევაში, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ასევე მთლიანად ეკონომიკა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება.

პოლიტიკურ პარტია "რეფორმერში" მონეტარული პოლიტიკის და ინფლაციის მაჩვენებელების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ბოლოს, ოფიციალური მონაცემებით ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე შენარჩუნება მოხერხდა და სავალუტო რეზერვების მკვეთრი ზრდა განხორციელდა, მთავარი გამოწვევა მაინც არის ინფლაციის დონის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბრუნება (3%).

პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა: "საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის მეორე ნახევარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტიდან ეტაპობრივად 8,25 პროცენტამდე გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის საფუძველს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები წარმოადგენდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2020 წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებდა და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდებოდა. თუმცა არსებული პანდემიის და კრიზისის ფონზე არსებული პროგნოზი ძნელად განხორციელებადია.

გაზრდილი ინფლაციისა და გაუარესებული ინფლაციური მოლოდინების დროს, ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის რეჟიმს მიჰყვება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას წარმოადგენს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შესაძლოა ჩაითვალოს სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ის ამცირებს ინფლაციას, თუმცა ამას დრო სჭირდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა. მაჩვენებლების ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სასაქონლო ჯგუფებზე:

1. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები- ფასების 12.3% ზრდა;

· ხილი და ყურძენი - 31.9%;

· ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.8%;

· თევზეული - 14.2%;

· ბოსტნეული და ბაღჩეული - 14.1%;

2. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასების 15.6% ზრდა;

· თამბაქო - 30.8%;

· ალკოჰოლური სასმელები - 3.1%;

3. ტრანსპორტი - ფასების 2,9% ზრდა;

4. სასტუმროები, კვების ობიექტები - ფასების 7.9% ზრდა;

5. დასვენება, გართობა და კულტურა - ფასების 6.9% ზრდა;

· ტურისტული მოგზაურობა - 13.6%;

სურსათის და სხვა პირველადი საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება უარყოფით გავლენას ახდენს საოჯახო მეურნეობების მსყიდველობით უნარიანობაზე. ამ პერიოდში შემცირდა საარსებო მინიმუმი და საშუალო სტატისტიკური მოქალაქე იმავე ან უფრო მცირე თანხით, გაცილებით ნაკლებ პროდუქტს შეიძენს. გასულ წლებში, გლობალურად ერთობლივი მოთხოვნის შემცირების გამო, ფასების ზრდის ტენდენციას აბრკოლებდა საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე ფასების კლება, მაგრამ მიმდინარე პერიოდში, გლობალური მოთხოვნის ზრდას ემატება იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება და გაცვლითი კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურება, რაც ინფლაციურ მოლოდინებს ზრდის და იწვევს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლისგან გადახრას."

როგორც პარტია "რეფორმერის" წევრი მაია კუკავა აცხადებს, ისედაც რთული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა პანდემიის ფონზე. ამასთან როგორც ვიცით კომერციულმა ბანკებმა მომხმარებლებს სესხებზე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი მისცეს, რაც გარკვეული მსესხებლებისთვის კიდევ სამი თვით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020 წლის მაისში ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან ვადაგადაცილებული სესხების 34.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გაზრდა მოსალოდნელი იყო, რადგან მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობის დონე ქვეყანაში. რეალურად მოსახლეობისთვის ეს შესაძლოა სამთვიან ჭრილში ერთგვარი შეღავათი იყო, მაგრამ არსებული გადასახადი კვლავ მძიმე ტვირთად დააწვათ ივლისიდან. უმუშევრობის გაზრდილი დონე კვლავ არ შემცირებულა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება მაქვს საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან და შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ძალიან ბევრმა მცირე და საშუალო კომპანიებმა არათუ დროებით, არამედ საერთოდ შეწყვიტეს ფუნქციონირება. რეალურად ამ საშეღავათო პერიოდმა ისევ და ისევ საბანკო სექტორს შემატა სტაბილურობა რათა ერთიანად არ მიეღოთ დარტყმა და სტაბილურობა შეენარჩუნებინათ. იქიდან გამომდინარე რომ სასესხო პორტფელის დაახლოებით 65% უცხოურ ვალუტაშია, საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ეს ლარის გაუფასურებას გამოიწვევს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42