საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას აფასებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების აუცილებელია ეტაპია ყოფილ მარალჩინოსანთა არა დასჯა, არამედ გასამართლება.
,,მიდის პრეზიდენტი!
პრაკტიკულად მისმიერ რევოლუციით მიღწეულ გამარჯვების 10 წლის თავზე. ის ამ ათ წლის მართველობაზე ანგარიშვალდებულია ჯერ ხალხის წინაშე -ეს ანგარიში მას სერიოწულად არ ჩაუბარებია - და თუ ამისი მტკიცებულებები მოინახა, ცხადია სასმართლოს წინაშე. მე მომხრე ვიყავი და ვრჩები პრეზიდენტის და იმ მაღალჩინოსნების ბრალდებულებად ცნობილნი ვინც იქნებიან, გასამართლებისა, რაც არ უნდა ეს ნეგატივის მომტანი იყოს ქვეყნის "იმიჯისათვის", რამეთუ კანონი ყველაზე ერთნაირად არ გავცელდება და სიმართლე არ დადგიედება, ჩვენ ვიქნებით გაურკვევლობაში, გაუგებრობაში და რაც უარესია, ორად დაყოფილი ერი, მათ შორის ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილმა "პროგრესი მოუტანა სახელმწიფოს" და ვინც თვლი,ს რომ იმან კრიმინალური ბანდა მოავლინა ქვეყნის სათავეში, ქვეყანა გააძარცვინა, ტერიტორიები დააკარგვინა და ადამიანის უფლებები ფეხის ქვეშ გათელა….
ამ ორის შორის ჩემი მოსაზრება დიდი ხანია ჩამოვაყალიბე და კიდევაც საზოგადოებას ვამცნე… მაგრამ ჩემი პირადი ხედვა არაფერია, თუ არა დამტკიცებული დამოუკიდებელ სასამართლოთი, სადაც მტკიცებულებებიც იქნება წარდგენილი და დაცვასაც მიეცემა თავისი არგუმენეტების წარდგენის შეუზღუდავი საშუალება…
თუ არა და დავრჩებით ყველანი ჩვენი სუბიექტური აზრის მძევლად და ვერც სიძულვილიდან, ვერც სიბნელედან ვერ გამოვალთ. ეს უკვე დაგვემართა, როცა ასევე - ჩემის და ბევრის აზრით - დამნაშავე შევარდნაძემ თავისი მოღვაწეობა და რჩევების გაცემა გააგრძელა, ისე, რომ არავის გაუსამართლებია მისი კლანის მიერ დატაცებული ქონება და მისაკუთრებული ქვეყანა, ან უარესი სამეგრელოს ცივსისხლიანად გაოხრება…
ქვეყანა არის ცოცხალი არსება მას გააჩნია წარსული, აწყმო და მომავალი. მას აცოცხლებს მეხსიერება და თუ ეს მეხსიერება დაჰკარგა ან დაუმახინჯდა, ვერ იზრდება და ვერ ვითარდება. ჩვენი გაჯანსაღების აუცილებელი ეტაპი არის არა დასჯა, არამედ გასამართლება პასუხისმგებელი პირების. გასამართლება, რომლის გარეშე ვერც დავხურავთ ამ ფურცელს ჩვენი ისტორიისა, ვერც ვისწავლით რა არ უნდა გავიმეოროთ და რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია, მორწმუნედ ცნობილ ერისათვის …
ვერც "ვაპატიებთ" და ამით შერიგებას გზას ვუკრძალავთ ჩვენ თავს. ეს შეიძლება ჩვენ გარე მეზობელ თუ პარტნიორებს, სხვა და სხვა მიზეზების გამო, აწყობდეთ, მაგრამ საქართველოს გაძლიერებას და მის დამოუკიდებლობის გამყარებას ვერ გამოადგება! სიმართლეზე და ლმობიერებაზე აშენებული ქვეყანა არის ძლიერი. ტყუილზე და გაუგებრობაზე კი უფსკრულისაკენ მიექანება“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






