მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა ელისაბედ რულოვსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ 17 ნოემბერი მისი და მიხეილ სააკაშვილის ქორწინების დღეა და ამ დრდან 20 წელი გავიდა.
სანდრა რულოვსი იხსენებს, რომ როცა მიხეილ სააკაშვილის წინადადებას დათანხმდა, რიგითი დღე იყო, რიგითი სამოსი ეცვა და ხელში ვარდი ეჭირა.
სანდრა რულოვსი 20 წლის წინ გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს:
"ოცი წლის წინათ 17 ნოემბერს მე ვუთხარი მიშას: "დიახ, თანახმა ვარ".
რიგითი დღე, რიგითი სამოსი და ხელში ერთი ვარდი მიჭირავს.
ათი წლის წინათ, 2003 წლის ნოემბერში მე ვუთხარი საქართველოს: "დიახ, მე ამას გავაკეთებ".
ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი, არაჩვეულებრივი მამაკაცის გვერდით. სადაც კი წავედი, ყველგან ვარდები მივიღე.
დღეს, 2013 წლის 17 ნოემბერს ჩვენი ქორწინების მეოცე წლისთავზე არ არის არც ერთი ვარდი, მაგრამ არის ეკლები და ცრემლები.
ჩვენი პატარა შვილი მიყურებს და კითხულობს, მალე თუ დავბრუნდებით სახლში, და კვლავაც, იმედითა და ნდობით აღსავსე, ნიკუშას ვპასუხობ:
"დიახ, ჩვენ დავბრუნდებით"...
სანდრა, ჰოლანდია", - წერს სანდრა რულოვსი.
მასალის გამოყენების პირობები






