როგორი იქნება ზაფხულის ბოლო თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის
პოლიტიკა - 18:01, 31 Jul, 2020     9557

ვერძი

ვერძებისთვის აგვისტო იდეალური დროა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. ეს იქნება ძალზე ხელსაყრელი პერიოდი პაემნების, ახალი ნაცნობობის, ფლირტისა და მეორე ნახევრის ძებნისთვის. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ დაიწყოთ ურთიერთობები.

ფინანსურ და სამუშაო სფეროებში თვის დასაწყისში გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი, მაგრამ ყველაფერი უკეთესობიკენ მალე შეიცვლება. აჯობებს, თუ გააკონტროლებთ ფინანსებს, შეგიძლიათ სხვადასხვა სასურველი ნივთის შეძენა, მაგრამ მაინც გარკვეული ეკონომია საჭირო იქნება.

კურო

კუროებს სხვისი ნეგატიური ენერგიის თავის დაცვა მოგიწევთ. აგვისტოში ენერგეტიკული ვამპირების, ტოქსიკური ადამიანებისა და არაკეთილმოსურნეების „გამოცოცხლების“ პერიოდი დგება. საქმიანობაში ასტროლოგები გირჩევენ, მხოლოდ საკუთარ თავსა და სანდო, გამოცდილ ადამიანებს დაეყრდნოთ. ახალ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში ფრთხილად იყავით.

სიყვარულში ყველაფერი მაქსიმალურად მშვიდად იქნება, ნეგატივის გარეშე. ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი სასიამოვნო რამ გააკეთოთ ნათესავების, ბავშვების, ახლობლებისთვის.

ტყუპი

ტყუპებს თქვენი ორგანიზატორული უნარების ოჯახურ წრეში გამოჩენა მოგიწევთ. აგვისტოში შესაძლებელი იქნება ოჯახის წევრების დაახლოება, შეკრება, ურთიერთობების გამტკიცება. ეს იქნება იდეალური დრო ურთიერთობებისა და ურთიერთდახმარებისთვის. ასევე მოიძებნება დრო რომანტიკისთვისაც, ამიტომ არ ღირს ბევრი დროის გატარება მარტო.

სამსახურში სასურველია მეტი ინციატივის გამოჩენა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების გაზრდა არ გამოვა. არ არის გამორიცხული, რომ თვის მეორე ნახევარი უფრო დააბული და ნერვული იყოს, მაგრამ განგაშის ზარს ნუ შემოჰკრავთ – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ პრობლემები დროებითია.

კირჩხიბი

ასტროლოგები გირჩევენ: ყურადღებით იყავით წვრილმანების მიმართ და ფრთხილად – რამის ყიდვის დროს. აგვისტო ის დროა, როცა აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოთ ყველა საუკეთესო თვისება, მათ შორის, შემოქმედებითობა და საორგანიზაციო ნიჭი. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობა და პარტნიორები თქვენ მიმართ პატივისცემით განიმსჭვალებიან.

სიყვარულში უარყოფით ფიქრებს უნდა შეებრძოლოთ. თუ ამას გააკეთებთ, აგვისტოს პირველივე რიცხვებში იგრძნობთ პოზიტიურ ცვლილებებს. ესაა იდეალური დრო იმისთვის, რომ იმუშაოთ საკუთარ თაზე და ფიქრების გაკონტროლება ისწავლოთ.

ლომი

ლომებს იღბალი ცხოვრების ყველა სფეროში გაგიღიმებთ. აგვისტო თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების დრო იქნება. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას – დაფიქრდით, რა მიმართულებით ჯობია წინსვლა, რათა ეს კავშირი გამტკიცდეს და ბედნიერება მოიპოვოთ.

მარტოხელა ლომებს შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ სამუშაოზე, ბიზნესში, შემოქმედებაში. ასტროლოგები გირჩევენ, შეადგინოთ მოქმედებების გეგმა და საკუთარ ამბიციებზე, მიზნებსა და სურვილებზე უცხოს არავის უამბოთ.

ქალწული

ქალწულებს აგვისტოში ამურულ ფრონტზე საოცარი წარმატებები გელოდებათ. გაუმართლებს მათაც, ვინც ეძებს სიყვარულს და მათაც, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი. დიდია ალბათობა იმისა, რომ სასიამოვნო ადამიანი თვითონ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ამიტომ აღიჭურვეთ მოთმინებით და დაელოდეთ.

ფინანსურ სფეროში ასტროლოგები გირჩევენ, არ გადადგათ მკვეთრი ნაბიჯი, არ შეცვალოთ განვითარების გეზი. ყურადღება ჩვეულ საქმეებზე გქონდეთ გამახვილებული. პროდუქტიულობას აამაღლებს საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და დროული დასვენების უნარი. მოტივაციის პოვნაში ირგვლივ პოზიტიური ადამიანების შემოკრება დაგეხმარებათ, რომლებსაც სიზარმაცე არ სჩვევიათ.

სასწორი

სასწორებმა თვის პირველ ნახევარში მთელი ენერგია ბიზნესსა და სამსახურში გადაწყვეტილებების მოძებნისკენ უნდა მიმართონ. მაგალითად, თუ არასაკმარისი ფული გაქვთ, უნდა იფიქროთ და გადაწყვიტოთ ეს პრობლემა. გაითვალისწინეთ, რომ აგვისტოში ფულის ნაკადის მოსაზიდად წესრიგია საჭირო როგორც სახლში, ისე სამუშაო ადგილზე. შესანიშნავი თვეა ბანკში ანგარიშის გასახსნელად, ვალების გასტუმრებისთვის.

აგვისტოს მეორე ნახევარი შესანიშნავად მიესადაგება სიყვარულის ძებნას, არსებული ურთიერთობების გამტკიცებას. ერთობლივი საქმეები სიამოვნებას მოგანიჭებთ. ადამიანთან დაახლოებაში, ურთიერთობების გამტკიცებაში ერთობლივი მოგზაურობა, დროის ერთად გატარება დაგეხმარებათ.

მორიელი

მორიელებისთვის ბოლო პერიოდში ვარსკვლავებისა და პლანეტების განწყობა არცთუ ხელსაყრელი იყო, მაგრამ აგვისტოში ისინი აღმშენებლობით ენერგიას მოიპოვებენ და ეს თქვენზე ძალიან სასიკეთოდ იმოქმედებს – შეძლებთ ყოველივე ზედმეტისგან გათავისუფლებას და სულიერად გამხნევებას.

აგვისტო იდეალური დროა საკუთარი თავის პოვნისთვის, ახალი უნარების განვითარების, აქტიურობის მომატებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. ნებისმიერი მასშტაბის პრობლემებისა და გაუგებრობების გადასალახავად საკმარისი ძალა და ენერგია გექნებათ. მთავარია, ირწმუნოთ საკუთარი თავის და საჭირო ტალღაზე აეწყოთ. აგვისტო თქვენთვის დასვენების თვე არ არის, არამედ მუშაობისა და აქტიურობის პერიოდია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები, პირველ რიგში ნეგატიური ადამიანებისგან დაცვაზე უნდა დაფიქრდეთ. 8 აგვისტოდან ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია პოზიტიური გახდება, ამიტომ შეძლებთ ცხოვრებაში სიახლეების შეტანას.

შესანიშნავი თვეა შოპინგისთვის, სტილის, ვარცხნილობის შეცვლისთვის. ასევე სარგებელს მოიტანს სამუშაოს შეცვლა, ახალი ფინანსური წყაროების ძებნა. სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ თქვენი ფიქრები და აზროვნება ასევე დადებითი მიმართულებით შეიცვლება. იდეალური დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, უჩვეულო გადაწყვეტილებების, ფიზიკური აქტიურობისთვის.

თხის რქა

აგვისტოს პირველი ორი კვირა თქვენთვის, უბრალოდ, ჯადოსნური იქნება. შეძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას, შემოსავლების გაზრდას, ხარჯების ოპტიმიზირებას. მთავარია მტკიცე ჯანმრთელობა, ძალების მარაგი და მოტივაცია. აგვისტო კარგი დროა იმისთვის, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ახალი, სასარგებლო უნარები გამოიმუშაოთ.

ასევე აგვისტოში მოქმედება, აქტიურობაა საჭირო, ფუჭი ლოდინი არას გარგებთ. რთულ პერიოდებშიც კი ასტროლოგები გირჩევენ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. აგვისტოს მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება, მაგრამ ტემპის „დაგდება“ არ ივარგებს – განაგრძეთ აქტიური ცხოვრება.

მერწყული

აგვისტოს დასაწყისში მოსალოდნელია ახალი პრობლემების გაჩენა, რომლებიც დიდ ყურადღებას, ძალებს, დროსა და სწრაფად გადაწყვეტას მოითხოვს. არ დაეცეთ სულიერად და გახსოვდეთ, რომ ამით სამყარო თქვენს ცხოვრებაში დადებითი კორექტივების შემოტანას ცდილობს. თუ პირველ ჯერზე არ გამოვა, ცხვირი არ ჩამოუშვათ – კიდევ სცადეთ, ოღონდ სხვა მეთოდებითა დ გზებით.

დაახლოებით 10 აგვისტოდან იღბალი თანდათანობით ისევ თქვენკენ მობრუნებას დაიწყებს. მთლიანობაში, ზაფხულის ბოლო ძალზე ხელსაყრელი იქნება მუშაობისა და ბიზნესისთვის. შეგიძლიათ იყიდოთ ძვირადღირებული ნივთები, დადოთ გარიგებები. შვებულების დრო ჯერ არ დამდგარა.

თევზები

თევზები აგრესიულ ადამიანებს უნდა მოერიდოთ. სჯობს, თავი აარიდოთ კონფლიქტებს და ნეგატიურ ემოციებზე არ გაამახვილოთ ყურადღება. უცხო ადამიანებს პრობლემების მოტანა შეუძლიათ, ამიტომ სჯობს, სანდო მეგობრები და თანამოაზრეები შემოიკრიბოთ გარშემო.

აგვისტოს მეორე ნახევარი იდეალური დროა მოგზაურობის, სიყვარულის ძებნის, გარემოს გამოცვლისთვის, ახალი მიზნების დასახვისა და ცხოვრების აზრის ძიებისთვის. თვის მეორე ნახევარში, არ არის გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი მასწავლებელი გახდება ცხოვრებისეულ საკითხებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42