“დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს მთავარი პრინციპი, ხელისუფლებამ ორი მოწვევის ვადაში უნდა მოახერხოს თავისი დაპირებების, თვითზმიზნების განხორცილება, რასაც, ამ ვადების ამოწურვის შემდეგ, აუცილებლად, უნდა მოყვეს ცვლილება. ეს მოხდა როგორც შევარდნაძის, ასევე სააკაშვილის დროს და იგივე მოხდება ახლაც“- განაცხადა ჯოჯუამ.
მისი თქმით, თუ პარლამენტში ბევრი პოლიტიკური ჯგუფი შევა, ეს თავისთავად გაზრდის დემოკრატიის ხარისხს. ეს ითვალისწინებს მრავალი იდეოლოგიისა თუ ინტერესების გაერთიანების პრინციპს, რაც თავის მხრივ გულისხმობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გოჩა ჯოჯუა ასევე აცხადებს, არ შეიძლება რამოდენიმე ფინანსურ-ეკონომიკური ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს ქვეყნის მართვა და იქიდან სიკეთეების მიღება.
„დროა, საზოგადოების დიდი ნაწილი შემოვიდეს პოლიტიკაში და ეს შემოსვლა ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებით. ეს ფორმულა მუშაობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში და როგორ გამოვიყენებთ ჩვენ ამას, დამოკიდებულია როგორც პოლიტიკურ ჯგუფებზე, ისე მოსახლეობაზე“ - თქვა ჯოჯუამ.
მასალის გამოყენების პირობები






