საქართველოში აღარ უნდა გვყავდეს პოლიტიკური ნიშნით და გაყალბებული მტკიცებულებებით დაპატიმრებული ადამიანები - ჯაფარიძე რურუაზე
პოლიტიკა - 17:27, 31 Jul, 2020     864
"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე გიორგი რურუას პოლიტპატიმრობაზე საუბრობს, რაც 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია. ბადრი ჯაფარიძე სენატორ რიშის გზავნილსაც ეხმაურება, რომელიც სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს.


„ჩვენი მეგობრები ამერიკიდან და ევროპიდან ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი პოლიტიკური ნიშნითაა წარმოებული. ეს არის 8 მარტის შეთანხმების დარღვევა. „ქართულ ოცნებას" უნდა გამოეყენებინა ეს თემა იმის დემონსტრირებისთვის, რომ ისინი იცავენ 8 მარტის შეთანხმებას, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოიჩინეს სისუსტე და სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა გიორგი რურუას,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს" გენერალური მდივნის თქმით, ეს არის დემონსტრირება, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს ის ძალა, შეძლოს, ამაღლდეს საკუთარ შიშებზე.

„ქართულ ოცნებას" არ აქვს ის ძალა, რომ ბოლომდე შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება. ამიტომ მოწოდებები, რომელიც გვესმის სენატორ რიშისგან, გვესმის ანდრიუს კუბილიუსისგან, ემსახურება იმას, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ჩვენ არასდროს აღარ ვნახოთ საქართველოში გაყალბებული მტკიცებულებებით და პოლიტიკური ნიშნით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანები,"- აცხადებს ჯაფარიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42