მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია - მესამე სექტორი რურუას განაჩენზე
პოლიტიკა - 17:23, 31 Jul, 2020     1321
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიგვაჩნია, რომ სამართალწარმოების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და არსებული კონტექსტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ რურუას საქმეზე სასამართლო სხდომების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა[1], რომ გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ: ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა; დაკავებულისთვის არ განუმარტავთ უფლება-მოვალეობები; სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა გიორგი რურუას როგორც პირადი, ისე ავტომანქანის ჩხრეკაც; პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისა და ცეცხლსასროლი იარაღის დალუქვისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები;გამომძიებელმა არაერთი საგამოძიებო მოქმედება ადვოკატის ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე ჩაატარა. საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას.

პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამხდარა პოლიტიკურ ოპონენტებსა, თუ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ზემოქმედების იარაღი. ამ მხრივ, გიორგი რურუას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც საეჭვოდ უკავშირდება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მის გააქტიურებასა და ოპოზიციური ტელევიზიის წილის შეძენას. გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მისი დაკავების დღიდანვე მოექცა მედიის, საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ყურადღების ქვეშ. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, განსაკუთრებით კი - ბოლო პერიოდში, გახშირდა საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენელთა კრიტიკული განცხადებები, რომლებშიც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი რურუას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან იქნა ასოცირებული[2]. ამის გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება არ მომხდარიყო, რაშიც მოიაზრება ასევე გიორგი რურუას საქმე.

ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით ზემოაღნიშნული ფაქტები და კონტექსტი აჩენს კითხვის ნიშნებს გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით და საფუძვლიან ეჭვს ბადებს საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო

საფარი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

თბილისი პრაიდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"- წერა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42