სახელმწიფომ 1,1 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც "ოცნებას" და ზურაბიშვილს 750 000 ლარამდე შესწირეს
პოლიტიკა - 16:21, 31 Jul, 2020     1437
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, 2019 წელს სსიპმა “აწარმოე საქართველოში” საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით - სასტუმროების ხელშეწყობა.
ირკვევა, რომ დაფინანსებული სასტუმროების მესაკუთრეებმა, სხვადასხვა წლებში, “ქართულ ოცნებას” 471 ათასი, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271 ათასი ლარი შესწირეს.

იმავე წელს “აწარმოე საქართველოში”-მ 180,000 ლარით დააფინანსა 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან."სიპ "აწარმოე საქართველოში" სახელწიფო უწყებაა, რომლის მიზანს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება და კერძო სექტორის განვითარება წარმოადგენს.

2019 წელს ამ სსიპმა 281 პროექტი დააფინანსა, საერთო ჯამში 22,331,323 ლარით. აქედან წარმოების მიმართულების დაფინანსებაში დახარჯა 15,086,402 ლარი, ხოლო სასტუმროს ხელშეწყობის მიმართულებით – 7,244,921 ლარი.

ფლანგვის დეტექტორმა შეისწავლა 2019 წელს სასტუმროების დაფინანსება. ამ მიმართულებით საერთო ჯამში 102 პროექტი დაფინანსდა.

დაფინანსებული კომპანიებიდან 12 კომპანია ქართული ოცნების ან ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა ქართულ ოცნებას საერთო ჯამში 476,000 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 271,000 ლარი.
"აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებულ სასტუმროებს შორის არის 2 კომპანია, რომელთა მესაკუთრეებიც რუსეთის მოქალაქეები არიან: შპს "ლეო 444” 150,137 ლარით დააფინანსა აწარმოე საქართველომ. კომპანიის მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა. ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან შპს მაგნეტიტის მესაკუთრეები, რომელიც 2019 წელს 30,904 ლარით დაფინანსდა.

"აწარმოე საქართველოში”-ს მიერ დაფინანსებული კომპანიებიდან ქართული ოცნების ყველაზე დიდი შემომწირველი კომპანია შპს სევსამორაა. კომპანიამ დაფინანსების სახით 2019 წელს 209,668 ლარი მიიღო.

კომპანიის მესაკუთრეს, გიორგი გაგუას ქართული ოცნებისათვის ჯამში 147,000 ლარი აქვს შეწირული. დაფინანსების მიღების შემდეგ 2019-2020 წლებში მან 110,000 ლარი შესწირა პარტიას. გიორგი გაგუას ასევე თანხები შეწირული აქვს სალომე ზურაბიშვილისათვის, რომელსაც 60,000 ლარი შესწირა 2018 წელს.

წყარო:

1) დაფინანსებული პროექტები - https://bit.ly/3hKglVW
2) შემომწირველი კომპანიები - https://bit.ly/39BxePv"- წერს "ფლანგვის დეტექტორი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42