„გრძელდება სახელმწიფო ინტსტიტუციების ჩამოშლა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება. გუშინ დააკავეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისსი საკრებულოს დეპუტატი ლილე ლიპარტელიანის ოჯახის წევრი. ესაა ადმაიანი, რომელიც უამრავ კორუფციულ სქემას იძიებს. სწორედ იმიტომ, რომ ლილე ლიპარტელიანის პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეეშალოს და მოქმედი რეჟიმი არავის პატიობს ასეთ აქტიურობას, მისი ოჯახის წევრს ედავებიან ძალიან მძიმე მუხლს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქმეს ჰყავს 20 მოწმე, რომელიც ღიად ადასტურებს დაკავებულის უდანაშაულობას. ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა ძალიან რთულია“ - ამბობს დეკანოიძე.
რაც შეეხება ინციდენტის არსს და ფაქტების მიმდინარეობას, როოგრც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლილე ლიპარტელიანი განმარტავს, საქმე მთლიანად შეთხზულია და სინამდვილესი მისი ოჯახის წევრის მხრიდან რანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„პირველ რიგში „მადლობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჩემი ოჯახის წევრი სადმე მოკლული არ ვიპოვეთ. საქმე იყო შემდეგნაირად - მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება და ამ ამბიდან ნახევარი საათის შემდეგ, ჩემი ოჯახის წევრი ბერდია ხაბულიანი თავის 3 მეგობართან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მხედრიონელის ბონდო კალატოზიშვილისა და მისი მეუღლის თამარ ბახსოლიანის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. სიტყვიერი შელაპრაკება ნახევარი საათით ადრე ნამდვილად იყო ბონდოსა და ბერდიას შორის, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა. შემდეგ ბონდო თავს დაესხმა და ბერდიამ მოიგერია ხელის კვრით. რაც შეეხება ქალბატონს, ის ბერდიას აგინებდა და იწვევდა, ეუბნებოდა როგორც კაცს ისე მოპყრობოდა და დაერტყა. რამდენეჯერმე სახეში სილა გააწნა. ამ დროს ბერდია უმოქმედოდ იდგა. ამას დაახლოებით 20 მოწმე ადასტურებს. თუმცა, არც მოწმეები და არც ბერდია გამოკითხული არაა. მხოლოდ ბონდოს და მისი ცოლის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ის. სინამდვილეში ბერდიას ფიზიკური ძალადობის ნიშნები ეტყობა სხეულზე. „ - ამბობს ლიპარტელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






