"ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად"- აშშ-ის ელჩი
პოლიტიკა - 12:27, 31 Jul, 2020     1236

6 კონგრესმენის მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილი - აშშ- ის ელჩი საქართველოში თემის კომენტირებისას ამბობს, რომ "მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან,აღქმული იყოს სერიოზულად, მიექცეს ყურადღება".

მისი თქმით, აღნიშნული კონგრესმენები წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს და მის წარმატებაზე ზრუნავენ.

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ არის ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა შტოში. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამაზე გავაკეთო განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან აღქმული იყოს სერიოზულად, მიექციოს ყურადღება, რადგან ესენი არიან ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. მე მქონდა ურთიერთობა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან და მინდა ვთქვა, საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომელთაც აქვთ ერთგულება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიმართ და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა დეგნანმა.

ამერიკელმა კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ დემოკრატიული მმართველობის პრობლემებსა და კორუფციაზე.

"საქართველოში რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ქვეყანა უკან იხევს. შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს" - წერენ კონგრესმენები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42