"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შეფასებით, გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვება არამხოლოდ 8 მარტის შეთანხმების დარღვეაა, არამედ პირდაპირ მიუთითებს თუ როგორი არაჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოა ქვეყანაში.
დეკანოიძის თქმითქვე, ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებიც კარგად არიან ინფორმირებულები.
"ევროპარლამენტარების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, მიუთითებს იმაზე, რომ გიორგი რურუას პოლიტპატიმრად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ ეს არის არამხოლოდ 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, არამედ ქვეყანაში წინასაარჩევნო ვითარების გაუარესება. ესაა კიდევ ერთი მძიმე ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენების კუთხით.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნები არ შესრულდება, ეს იქნება კიდევ უფრო მძიმე შედეგი ივანიშვილის რეჟიმისთვის. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავენ სანქციების თემას."
მასალის გამოყენების პირობები






