11-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში მორიგი, 96-ე შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 22:43, 30 Jul, 2020     1123

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, 96-ე შეხვედრა გაიმართა. მონაწილე მხარეები ერთმანეთს 11-თვიანი პაუზის შემდეგ შეხვდენენ.

შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საუბრის მთავარუ საკითხი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლება და ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები იყო.

"პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებულები ზაზა გახელაძის უპირობო გათავისუფლება. აღნიშნული ითქვა ამ შეხვედრაზეც, ასევე ვისაუბრეთ პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობაზე. ვიმსჯელეთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებისა და სხვა ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში. ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვაზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რომელიც გახლავთ ჩვენი დღის წესრიგის მუდმივი შემადგენელი ნაწილი.

ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები იყო განხილვის საგანი და დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი ინტერვენცია მათ მიერ კონტროლირებადი მედია აუთლეტების მეშვეობით გავრცელებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, აქ ფიგურირებდა ღამურების თემაც. მღებრიშვილზე დაისვა კონკრეტული კითხვა რა ფორმულირებით აქვს წარდგენილი ე.წ. ბრალი. მიღებული პასუხის მიხედვით, მას ე.წ. ბრალი ედება საზღვრის კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42